top of page

ღვიძლის პაშტეტის ბებოს რეცეპტი


გუშინ ვახსენეთ საქონლის ღვიძლი და ეგრევე გამახსენდა ღვიძლის პაშტეტის რეცეპტი, რომელიც უზომოდ სასარგებლოა ყველასთვის. ინახება მაცივარში სადღაც ერთი კვირის მანძილზე. უგემრიელესი საუზმე ან ვახშამი გექნებათ მომზადებული და უცებ შეგეძლებათ დაანაყროთ მთელი ოჯახი. მაშ ასე, გთავაზობთ ჩემი ბებოს რეცეპტს, რომელიც უდაოდ ძალიან გემრიელია. პაშტეტის მოსამზადებლად დაგვჭირდება: საქონლის ან ხბოს ღვიძლი 0,800 გრამი სტაფილო 4 ცალი ხახვი 5 ცალი კვერცხი 5 ცალი კარაქი 200 გრამი ღვიძლი გავრეცხოთ, მოვაცილოთ აპკი, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავდოთ წყლიან ქვაბში მოსახარშად. წყალი რომ წამოდუღდება ვადუღოთ 15, მაქსიმუმ 20 წუთი. ხახვი გავთალოთ და გავჭრათ ოთხად, სტაფილო დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და დავყაროთ ტაფაზე შესაწვავად ცოტა ზეთში სადღაც 10 წუთის მანძილზე. კვერცხი მოვხარშოთ მაგრად. კარაქი ამასობაში გვედოს ოთახის ტემპერატურაზე, რომ დარბილდეს. საჭირო ინგრედიენტების მომზადების შემდეგ დაგვჭირდება ხორცსაკეპი მანქანა, რომელშიც უნდა გავატაროთ ეს ყველაფერი შერეულად, ცოტა ღვიძლი, ცოტა კარაქი, ცოტა ხახვი სტაფილოთი, ცოტა კვერცხი. სასურველია ბოლოს გავატაროთ დარჩენილი ღვიძლი რომ გამოიტანოს მანქანაში დარჩენილი ინგრედიენტები. დავამარილოთ, მოვაყაროთ შავი პილპილი გემოვნებით. ბოლოს აუცილებლად უნდა დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით რომ მივიღოთ ერთიანი მასა. თუ არ გაქვთ ხელის ბლენდერი შეგიძლიათ გაატაროთ ისევ ხორცსაკეპ მანქანაში რამოდენიმეჯერ. ჩემი ბებო მაგალითად ატარებდა მანქანაში 4 ჯერ ამ ყველაფერს. არ ჩადოთ ჭიქა ბლენდერში ან შეიკერში, ვერ ერევა და ისევ ამოსაღები გაგიხდებათ. ძალიან უხდება თუ დაუმატებთ ცოტა ქათმის ბულიონს. ძალიან ნაზი გახდება. ბოლოს კარგად გადაურიეთ და მზადაა. საოცრად სასარგებლოა და ძალიან ნოყიერი, გადაუსვით პურზე და მიირთვით გემრიელად

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page