top of page
Поиск

ღვიძლის ტორტი

  • Marika
  • 3 мая 2015 г.
  • 1 мин. чтения

11081474_1644339235796638_7702225728061644412_n.jpg

შაბათია, რამე გემრიელი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. გასწავლით უგემრიელეს და ძალიან სასარგებლო საქონლის ღვიძლის ''ტორტის'' მომზადებას. ეს რეცეპტი მასწავლა ჩემმა მეგობარმა ირამ, რომელიც ასევე უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს. მოსამზადებლად დაგვჭირდება: ღვიძლი საქონლის 600 გრ კვერცხი 3 ც ფქვილი 3 ს/კ სტაფილო 3 დიდი ზომის ხახვი 3 ც მარილი, პილპილი გემოვნებით 200 გრ მაიონეზი 1 კონა ქინძი ღვიძლი გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი და კარგად გადაურიოთ. გაცხელებულ ტაფაზე მოვასხათ ცოტა ზეთი, გავაცხელოთ და დავასხათ პორციებად ღვიძლის მასა და გადავასწოროთ კოვზით, გამოვაცხოთ ორივე მხრიდან 2-2 წუთი. უნდა გამოგვივიდეს 6 ბლინი ცალკე ტაფაზე შევწვათ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ყველა ბლინს წავუსვათ თხლად მაიონეზი და დავადოთ ხახვი სტაფილოთი. ბოლო ფენას კი გადაუსვათ თხლად მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი. სულ ეგაა უგემრიელესია და არც თუ ისე რთული მოსამზადებელი. გემრიელად მიირთვით

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page