ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული ბადრიჯანი
დაგვჭირდება: 3 საშუალო ბადრიჯანი 100 გრამი ბრინჯი 1 ხახვი 1 პამიდორი 1 წითელი ბულგარული ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული. ტაფაზე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული და დაჭრილი ბადრიჯნის გული. გრძელი ბრინჯი გავრეცხოთ, დავყაროთ ტაფაზე ბოსტნეულთან ერთად და 1 წუთი ვთუშოთ ერთად. შემდეგ დავასხათ 1 ჭიქა წყალი ყველაფერს ერთად და ვხარშოთ 15 წუთი თითქმის მზადყოფნამდე. მზა მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და შევაზავოთ მარილით, პილპილით. ჩავდოთ გაჭრილ ბადრიჯნებში და გამოვაცხოთ ღუმელში 20 წუთი 180 გრადუსზე.