ყავა ვენურად
დღის ბოლოს მიირთვით ეს უგემრიელესი ყავა! 4 ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება: 0,5 ლ მაგარი ამერიკანო 2 ს.კ. შაქრის პუდრა 1 ჩ.ჭ. ასათქვეფი ნაღები 4 ს.კ. გახეხილი შავი შოკოლადი ოდნავ დარიჩინი ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, გავყოთ ორ ნაწილად და ნახევარი შევდგათ მაცივარში. ავიღოთ 4 ფინჯანი და თითოეულში ჩავდოთ თითო კოვზი შოკოლადი, თანაბრად გავანაწილოთ დარჩენილი ათქვეფილი ნაღები და კოვზით კარგად მოვურიოთ. დავასხათ ყავა, ზევიდან ფრთხილად დავადოთ გაციებული ათქვეფილი ნაღები და მოვაყაროდ ცოტაოდენი დარიჩინი