ყავის ბლანმანჟე
შუა კვირაშიც შეიძლება საკუთარი თავის და თქვენი საყვარელი ადამიანების განებივრება. გთავაზობთ უგემრიელესი დესერტის, ყავის ბლანმანჟეს რეცეპტს.
დაგვჭირდება: 1-2 კვერცხი 1 ჭიქა შაქარი 400 გრ არაჟანი 3 ჩ.კ. ხსნადი ყავა 2 ს.კ. რომი ან კონიაკი დანის წვერზე ვანილი 2 ჩ.კ. ჟელატინი 1 ჭიქა წყალი
ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 1,5 საათი. ამის შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დავუმატოთ არაჟანი, ყავა, რომი და ვანილი. კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ შეგრილებული (მაგრამ არა გაცივებული) ჟელატინის მასა. გადავწუროთ, ჩავასხათ ფორმებში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4-5 საათით.
გემრიელად მიირთვით!