top of page

მანანა ბებოს შაქარლამა


შაქარლამა- მარტივი, გემრიელი და ყველასთვის საყვარელი ორცხობილა. ჩემი ბებოს შაქარლამა პირში დნებოდა. ფხვიერი, ტკბილი, კარაქის და ვანილის არომატით...მმმ... უგემრილესი იყო! ჩვენც გადავხედოთ მანანა ბებოს რვეულს და შევეცადოთ შაქარლამას გამოცხობა.

დაგვჭირდება: 500 გრ კარაქი (აუცილებლად კარაქი, არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ სპრედი, თორე შედეგი სულ სხვა იქნება) 400 გრ შაქარი 1 კვერცხის გული 1 ს.კ. არაყი სოდა ძმრით, ვანილი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

კარგად ავურიოთ ერთმანეთთან დარბილებული კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხის გული, არაყი, ვანილი, სოდა ძმრით. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი. უნდა გამოვიდეს მკვრივი მასა, რომლისგანაც გამოვძერწავთ ორცხობილებს. ვაცხობთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page