top of page

შემწვარი ლავაში ყველის და ლორის შიგთავსით


დილა მშვიდობისა! დღეს გთავაზობთ უმარტივესად მოსამზადებელ გემრიელ საუზმეს- შემწვარ ლავაშს ყველის და ლორის შიგთავსით.

დაგვჭირდება: 2 ფირფიტა ლავაში 2 ნაჭრი ყველი (უმჯობესია გაუდა ან ემენტალი) 2 ნაჭერი ლორი 1 პომიდორი 1 ხახვი 1 კვერცხი 1 ს.კ. რძე

კვერცხი და რძე კარგად ავთქვიფოთ. ლავაშის შუაგულში დავდოთ ლორი, ერთი რგოლი ხახვი, ერთი რგოლი პომიდრი, ყველი და შევახვიოთ კონვერტივით. ამოვავლოთ ეს კონვერტი კვერცხში. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთიან კარაქი და დავდოთ ლავაშის კონვერტი, ნაკეცები ქვევით მოვაქციოთ. შევწვათ ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ მაიონეზი, მდოგვი, მჟავე კიტრი და ა.შ. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page