ცხელი შოკოლადი
კვირა საღამოს გაანებივრეთ თქვენი ოჯახის წევრები ცხელი შოკოლადით! შოკოლადი ხომ ერთნაირად უყვართ პატარებსაც და დიდებსაც! გთავაზობთ მარტივ რეცეპტს.
დაგვჭირდება: 500 მლ რძე 100 გრ შავი შოკოლადი 1 ს.კ. შაქარი 1ს.კ. კარტოფილის ფქვილი
1 ჭიქა ცივ რძეში გახსენით კარტოფილის ფქვილი, დანარჩენი რძე დადგით ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ შაქარი და შოკოლადი და დაელოდეთ შოკოლადის დადნობას, თან გამუდმებით მოურიეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ რძეში გახსნილი კარტოფილის ფქვილი და მოურიეთ, სანამ არ გასქელდება. გამზადებულ შოკოლადს შეგიძლიათ დაუმატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი, ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მუსკატი ან სხვა სანელებლები თქვენი გემოვნებით.