Hot Cross Buns
დილა მშვიდობისა! დღეს საუზმეზე ინგლისურ ტკბილ, ფუმფულა სააღდგომო ფუნთუშებს, hot cross buns გთავაზობთ. მოსამზადებლად დაგვჭრდება: 600 გრ ფქვილი 200 მლ რძე 150გრ მუქი ქიშმიში 50 გრ ლიმნის ცუკატები 1 ჩ. კ.დარიჩინი 125 გრ შაქარი 2 კვერცხი დანის წვერზე მუსკატი 10 გრ საფუარი 20გრ კარაქი ვანილი 1 ჩ.კ. მარილი დანის წვერზე წიწაკების მიქსი
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 15 წუთი დაველოდოთ მის ამოფუებას. ფქვილი, 50 გრ შაქარი და მარილი კარგად ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი. დავუმატოთ დარიჩინბი, ქიშმიში, ცუკატი, წიწაკა, მუსკატი და ვანილი. დავუმატოთ ერთი გათქვეფილი კვერცხი, შემდეგ ჩავასხათ აფუებული საფუარი. კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა ვზილოთ 10-15 წუთი, ცომი გახდება ელასტიური. გადავაფაროთ ცელოფანი და დავდოთ თბილ ადგილას 1-2 საათით ამოსაფუებლად. ამის შემდეგ, დავანაწევროთ ცომი 14 გუნდათ და გამოვძერწოთ ფუნთუშები. დაახლოებით 60 გრ ფქვილი და 3 ს.კ. წყალი კარგად მოვზილოთ, დავანაწილოთ 28 ნაწილად და გამოვძერწოთ წვრილი ზოლები. ეს ზოლები ჯვარედინათ შემოვახვიოთ ფუნთუშებს და კიდე 1 საათი დავდოთ თბილ ადგილას. კვერცხის გულს ავურიოთ 2 ს.კ. რძე და გადავუსვათ ფუნთუშებს. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!