top of page

არტალას ბულიონი


არტალას ბულიონი - სასარგებლო და არომატული წვნიანი დაგვჭირდება: 1 კგ ძროხის არტალას ნაჭერი 1 სტაფილო 2 თავი ხახვი 1 თავი ნიორი 3-4 ძირი ნიახური დაფნის ფოთოლი მარილი, წიწაკა

არტალას ნაჭრი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და დავადგათ ცეცხლზე. რომ წამოდიღდება, გადავასხათ წყალი, კიდე ერთხელ კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ისევ ცივი წყალი და დავდგათ მოსახარშად. როცა ბულიონი წამოდუღდება, დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ ჩვენი არტალა დაახლოებით ერთი საათი. პერიოდულად შევავსოთ წყლით, რომელიც დაშრება. დაახლოებით 1 საათის შემდეგ დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, გარჩეული ნიორი, მთელ-მთელი თავი ხახვი და სტაფილო. კიდე ნახევარი საათის შემდგე დავუმატოთ ნიახური და ვხარშოთ კიდე 40 წუთი-1 საათი, გააჩნია ხორცს. არტალას ბულიონი უნდა ვხარშოთ მანამ, სანამ ხორცი ძალიან არ დარბილდება და ძვალს არ მოშრდება. მოხარშვის შემდეგ გადავწუროთ ბულიონი საწურზე. მარილი და წიწაკა დავუმატოთ უშუალოდ მირთმევის წინ. არტალას ბულიონთან ერთად აუცილებლად მოამაზდეთ ხორცის ღვეზელი, რომელის რეცეპტსაც მალე შემოგთავაზებთ.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page