top of page

ახალი კარტოფილი ნივრით და როზმარინით


11010288_1655406538023241_5155988134847488500_n.jpg

1 კგ ახალი კარტოფილი (შეეცადეთ არ იყოს ძალიან დიდი ზომის) 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 50 გრ კარაქი 1 თავი ნიორი ნახევარი ლიმნის ცედრა მწიკვი როზმარინი შავი წიწაკა, მარილი კარტოფილი კარგად გავრეცხოთ. მოზრდილი კარტოფილები შუაზე გავჭრათ და მოვხარშოთ ისე,რომ ოდნავ აკლდეს. ტაფაზე მოვასხათ ზეთი, დავდოთ კარაქი და დავყაროთ გამშრალებული კარტოფილი. ნივრის კბილები დავანაწევროთ და დიდები გავჭრათ შუაზე, ჩავყაროთ იქვე, კარტოფილთან. დავუმატოთ ცედრა, 5 წუთში მოვაყაროთ როზამრინი, მარილი, წიწაკა. ვბრაწოთ საშუალო ცეცხლზე კიდე სადღაც 10 წუთამდე, მანამ, სანამ კარტოფილი არ გაოქროსფერდება. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page