top of page

ბრაუნი


ბრაუნი-შოკოლადის ნამცხვარი რბილი, ნოტიო გულით... მმმ... ეს პოპულარული დესერტი პირველად ჩიკაგოში, ცნობილი სასტუმრო Palmer-ის სამზარეულოში მოამზადეს. მას იქ დღემდე ამზადებენ და ზევიდან გარგარის ჯემით ამშვენებენ, თუმცა ეს აუცილებელი არაა, რადგან გამომცხვარ ბრაუნის უგემრიელესი ქერქი აქვს. რაც მთავარია, ძალიან მარტივად მზადდება

დაგვჭირდება: 200 გრ შავი შოკოლადი 120 გრ ყავისფერი შაქარი(შეგიძლიათ თეთრიც გამოიყენოთ) 4 კვერცხი 100 გრ კარაქი 70 გრ ფქვილი 100 გრ ნიგოზი(ან ნუში, ან თქხილი, ან შეგიძლიათ სულ არაფერი დაუმატოთ)

ორთქლზე გავალღვოთ შოკოლადი და კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი. დავუმატოთ შოკოლადის მასა და ნიგოზი (ნიგოზი წინასწარ მსხვლად დავანაწევროთ და ოდნავ მოვხალოთ) ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ ცომი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. შეგიძლიათ გააციოთ და შეგიძლიათ მიირთვათ თბილი, ნაყინთან ერთად. მე ესპრესოსთან ერთად მიყვარს. დასაჭრელად ძალიან ბასრი დანა გამოიყენეთ! უგემრიელესია!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page