ბრინჯი კვერცხით ჩინურად
ბრინჯი კვერცხით ჩინურად-შესანიშნავი გარნირი ჩინური და არა მარტო ჩინური კერძებისთის! დაგვჭრდება: 150 გრ ბრინჯი (გრძელი) 3 კვერცხი 2 კბილი ნიორი პატარა კონა მწვანე ხახვი 120 გრ მუხუდო (უმჯობესია, გაყინული გამოიყენოთ) 2 ს.კ. ზეთი 1 ს.კ. სოიოს სოუსი მარილი, წიწაკა ბრინჯი მოვხარშოთ, მაგრამ არ ჩავხარშოთ, ოდნავ უნდა აკლდეს (ალდენტე). გავავლოთ ცივი წყალი და გადავწუროთ. სქელძირიან ტაფაში (იდეალურია, თუ გამოიყენებთ ტაფა-ვოკს) გავახუროთ ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მუხუდო და 1-2 წუთის განმავლობაში მოვთუშოთ. დავამატოთ ტაფაში ბრინჯი, მოვურიოთ. ცალკე პატარა ქვებში ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხი და ცოტა შევათბოთ ქურაზე. კვერცხი უნდა შეიკრას. დავუმატოთ ბრინჯს კვერცხი, სოიოს სოუსი, მარილი და წიწაკა, კარგად მოვურიოთ, გამოვრთოთ ქურა და ზევიდან მოვაყაროთ ცოტა მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!