top of page

ბრინჯის პუდინგი


თუ თქვენი ბავშვები ფაფებს არ მიირთმევენ, მოუმზადეთ მათ ბრინჯის პუდინგი. ძალიან ნაზი და გემრიელი, ნამდვილი დესერტი! დაგვჭირდება: 2 ჭ რძე 120 გრ მრგვალი ბრინჯი 50 გრ კარაქი 3-4 ს.კ. ქიშმიში 4 კვერცხი 3 ს. კ. შაქარი დარიჩინი

ქიშმიში წინასწარ ჩავდოთ თბილ წყალში, უნდა დარბილდეს. ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ბრინჯი და ცოტა მოვთუშოთ, სანამ კარაქს კარგად არ შეიწოვს. შემდეგ დავასხათ რძე და მოვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი.ბრინჯი უნდა გაფუვდეს. კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. დავუმატოთ ეს მასა ბრინჯს და კარგად მოვურიოთ. ბრინჯი კრემისებრკონსისტენციას მიღებს. დავუმატოთ ქიშმიში. ცალკე კარგად ავთქვიფოთ ცილა და ფრთხილად გადავურიოთ ჩვენ პუდინგს. ჰაეროვანი მასა უნდა გამოგვივიდეს. გამოსაცხობ ფორმას კარგად ცავუსვათ კარაქი და ჩავდოთ პუდინგი. გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთი. დამოკიდებულია ფორმის სიდიდეზე. (შეგვიძლია გამოვაცხოთ პატარა პორციულ ფორმებში, ან ერთ დიდი ფორმაში) მზა პუდინგს ზედაპირი უნდა გაუოქროსფერდეს. მოვაყაროთ ზევიდან ცოტაოდენი დარიჩინი. პუდინგი ერთნაირად გემრიელია ცხელიც და ცივიც. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page