ბროკოლის და ყველის მაჭკატები
ძალიან სასარგებლო და გემრიელი კერძი . დაგვჭირდება: 250 გრ ბროკოლი 1 კვერცხი 4.5 ს.კ. გახეხილი ყველი (პარმეზანი, მაგარი სულგუნი...) 2-3 ს.კ. ფქვილი წიწაკების მიქსი ზეთი სოუსისთვის: 2 ს.კ. მაწონი, 1კბილი ნიორი, პატარა კონა პიტნა.
ბროკოლი მარილიან წყალში მოვწალოთ, გადავწუროთ და გავაგრილოთ დურშლაგზე, შემდეგ დავჭრათ წვრილად. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, ცოტა მარილი, წიწაკების მიქსი, ყველი. ბოლოს გადავურიოთ ბროკოლი. გამოვძერწოთ ამ მასისგან მაჭკატები (ოლადები) და შევწვათ გახურებულ ზეთიან ტაფაზე დაახლოებით 3-3 წუთი ორივე მხარეს. ბროკოლის მაჭკატებს ძალიან უხდება მაწვნის სოუსი: მაწონშ გავხსნათ ერთი კბილი გაჭყლეტილი ნიორი, ცოტა მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი პიტნა. გემრიელად მიირთვით!