ხორცი გავრეცხოთ, ნიორი და სტაფილო დავჭრათ ფორფიტებად. ჩავჭრათ ხორცი ალაგ-ალაგ და ჩავდოთ შიგნით ნივრის და სტაფილოდ ნაჭრები. მარილი, წიწაკა, ქონდარი და დაფხვნილი დაფნის ფოთოლი ავუროთ ერთმანეთში და კარგად წავუსვათ ხორცს ყველა მხრიდან. შემდეგ ჩავდოთ ქვაბში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4-6 საათით, უკეთესია-მთელი ღამით. მეორე დღეს გავახვიოთ ხორცი ფოლგაში, დავდოთ საცხობ სინზე, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 2 საათით, ან მეტით (დამოკიდებულია ხორცზე)
გამომცხვარი ბუჟენინა გავაგრილოთ და შემდეგ დავჭრათ.