top of page

გამომცხვარი ბატკნის ბარკალი ნივრით და როზმარინით


ამ არაჩვეულებრივ კერძს თუ მოამზადებთ, აუცილებლად დაპატიჟეთ სტუმრად მეგობრები. გამომცხვარი ბარკალი ასევე დაგიმშვენებთ სააღდგომო სუფრას. თუ ბატკნის ხორცი არ გიყვართ, შეგიძლიათ მოამზადოთ ხბოს ბარკალიც

დაგვჭირდება ბატკნის ბარკალი (უმჯობესია უკანა ფეხი გამოიყენოთ) 1 ლ. მშრალი თეთრი ღვინო 1 თავი ნიორი პატარა კონა როზმარინი შავი წიწაკა, მარილი ზეითუნის ზეთი 500 მლ მაწონი

პირველ რიგში, დავამუშავოთ ხორცი. კარგად გავრეცხოთ და მოვაჭრათ ზედმეტი ქონი. მაწონში ავურიოთ მარილი და წიწაკა, რამოდენიმე კბილი გაჭყლეტილი ნიორი, ცოტა როზმარინი და ჩავდოთ ამ მარინადში ჩვენი ბარკალი დაახლოებით 4-6 საათით. (შეგიძლიათ მთელი ღამეც გააჩეროთ). ამოვიღოთ მარინადიდან, გავავლოთ წყალი, კარგად გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. ჩავჭრათ ალაგ-ალაგ ჩვენი ბარკალი და ჩავალაგოთ შიგნით მთელ-მთელი ნივრის კბილები (თუ დიდია, ორად გავყოთ). ასევე, ჩავარჭოთ როზმარინის ტოტები. 4 ს.კ. ზეითუნის ზეთში გავხსნათ მარილი და წიწაკა, ჩავჭყლიტოთ 3-4 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი როზმარინი და ეს ზეთი კარგად გადავუსვათ ჩვენ ბატკნის ფეხს. ღრმა საცხობ ფორმას კარგად მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დავადოთ ბატკნის ფეხი და შევდოთ 220 გრადუსამდე გახურებილ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი. ხორცი რომ გაოქროსფერდება, გადმოვატრიალოთ, გადავუსვათ კიდე სუნელებიანი ზეთი და გავაგრძელოთ ცხობა. 40 წუთის შემდგე, ტემპერატურა მოვაკლოთ 160-180 გრადუსამდე, ჩავასხათ ფორმაში ღვინო და გავაგრძელოთ ცხობა კიდე დაახლოებით 2 საათი. ხორცი პერიოდულად უნდა ამოვაბრუნოთ. გამომცხვარ ბატკნის ხორცს უხდება ახალი კარტოფილის გარნირი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page