გამომცხვარი ფარშირებული პომიდორი
დაგვჭირდება: 12 ცალი პატარა ზომის პომიდორი 150 გრ ყველი რიკოტა 1 კონა ისპანახი მარილი, წიწაკა 100 გრ გირჩის თესლი (ან ნიგოზი) 100 გრგახეხილი პარმეზანი პომიდორს მოვაჭრათ თავები, ამოვაცალოთ გული და თესლი. შიგბიდან ამოვუსვათ მარილი და წიწაკა. გირჩის თესლი ოდნავ მოვხალოთ, ასევე ტაფაზე ოდნავ მოვთუშოთ დაჭრილი ისპანახი. ავირიოთ კარგად ისპანახი, რიკოტა, გირჩის თესლი. დავამატოთ მარილი და წიწაკა და ამოვტენოთ პომიდვრები. ზევიდან მოვაყაროთ პარმეზანი დაშევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით. გამომცხვარი პომიდორს ძალიან უხდება შავი პურის ტოსტები. გემრიელად მიირთით!