top of page

გამომცხვარი ღორის ხორცი მწვანილის და ყველის ქერქში


უგემრიელესი კერძი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისთვის!

დაგვჭირდება: 1,5კგ ღორის რბილი ხორცი (ორნაწილად გავყოთ, უფრო მოხერხებული იქნება მოსამზადებლად) 200 მლ ფორთოხლის წვენი თითო კონა ოხრახუში, ქინძი, რეჰანი 1-2 ტოტი როზმარინი 2 კბილი ნიორი დაფნის ფოთოლი 1 თეთრი ფუნთუშა 50 გრ რომელიმე მაგარი ყველი 2 კვერცხის ცილა 125 მლ ბულიონი (ან წყალი) 50 გრ კარაქი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2 ს.კ. ფქვილი მარილი, შავი წიწაკა

ფორთოხლის წვენში გავხსნათ მარილი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი. ჩავდოთ ხორცი ამ მარინადში მინიმუმ 8 საათით, უკეთესია-მთელი ღამით. ფუნთუშას მოვაცალოთ კანი და დავფშვნათ. გავხეხოთ ყველი, წვრილად დავჭრათ მწვანილი. გავთქვიფოთ კვერცხის ცილები და დავუმატოთ პური, ყველი, მწვანილი. შევანელოთ მარილით და წიწაკით. ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, მარინადი გადავწუროთ და შევინახოთ. ხორცი კარგად გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცებით. გახურებულ ტაფას ჯერ მოვასხათ ზეთი, შემდეგ კი დავადოთ ნახევარი ულუფა კარაქი. შევწვათ ხორცი ყველა მხრიდან (1-2 წუთი ეყოფა, უნდა მოხდეს კანის კარამელიზაცია).

ცოტა რომ შეგრილდება, ხორცი ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ კარგად ამოვგანგლოთ მწვანილის პასტაში. შევახვიოთ ხორცი ფოლგაში და გამოვაცხოთ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსზე(დრო დამოკიდებულია ნაჭრის სიდიდეზე).

გამომცხვარი ხორცი გამოვიღოთ ღუმელიდან და დავტოვოთ ფოლგაში 10 წუთი. ტაფაზე, სადაც ხორცი იწვებოდა დავდოთ დარჩენილი კარაქი, გავახუროთ. მოვაყაროთ 1 ს.კ. ფქვილი და მოვხალოთ. დავასხვათ ბულიონი და მარინადი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 5-7 წუთი (სანამ არ გასქელდება). ხორცს მოვაცალოთ ფოლგა, დავჭრათ და მოვასხათ სოუსი. გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page