გამოყვანილი ორაგულის რულეტი
ამ კერძის მიმართ გულგრილი ისიც კი ვერ დარჩება, ვისაც თევზი მაინც და მაინც არ უყვარს. გამოყვანილი ორაგულის რულეტი თქვენ სადღესასწაულო სუფრაზეც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
დაგვჭირდება: 1 კილომდე გამოყვანილი ორაგული 300 გრ ყველი რიკოტა ან კრემ-ჩიზი 2 ს.კ. ნაღები (22%) 1 კარგი კონა კამა თეთრი წიწაკა
დიდი ბასრი დანით ფრთხილად დავჭრათ ორაგული თხელ ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ კამა. გავთქვიფოთ რიკოტა და ნაღები. საჭრელ დაფას დავაფინოთ საკვები ცელოფანი, დავდოთ მასზე ჩვენი ორაგულის ნაჭრები ისე, რომ ერთმანეთი კიდეებში დაახლოებით 1 სანტიმეტრით გადაფარონ. მოვაყაროთ კამა, დავადოთ ზევიდან გათქვეფილი რიკოტა, გავანაწევროთ თანაბრად თბილ წყალში დასველებული დანით. მოვაყაროთ წიწაკა. თევზი შევახვიოთ რულეტივით. ცელოფანი კარგად მოვუკრათ კიდეებში და შევდოთ ორაგული მაცივარში 2 საათით. გამოვიღოთ, მოვაშროთ ცელოფანი, დავჭრათ პორციებად.შემოვალაგოთ ლიმნის ნაჭრები და მივართვათ სტუმრებს!