გრატენ დოფინუა
გრატენი (gratin) – ეს არის კერძი, რომელიც ღუმელში ცხვება. მას აქვს არომატული, შებრაწული ქერქი და შეიძლება მომზადდეს ნებისმიერი სახის პროდუქტისგან- ბოსტნეულისგან, ცორცისგან, ასევე არსებობს ტკბილი გრატენიც.
ზოგადად, ო- გრატენ (au gratin) მომზადების წესს ნიშნავს. ეს გახლავთ ის, რასაც ჩვენთან ე.წ. "ზაპეკანკას" ან "მობრაწულას" უწოდებენ.
დღეს ჩვენ კარტოფილის გრატენი მოვამზადოთ, გრატენ-დოფინუა.
დოფინე-საფრანგეთის პროვინციაა, რომლის სეხლსაც ატარებს ეს უგემრიელესი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი კერძი. დაგვჭირდება: 1კგ კარტოფილი 150 გრ მაგარი ყველი 250 გრ ნაღები 1 კვერცხი მარილი, წიწაკა 1 კბილი ნიორი 30 გრ კარაქი მუსკატი პატარა კონა მწვანე ხახვი
კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ დაახლოებით 2 მმ სისქის გროლებად. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. გავთქვიფოთ კვერცხი და ნაღები და შევურიოთ გახეხილი ყველი (ცოტაოდეი ყველი გადავდოთ). აქვე დავუმატოთ მწიკვი მუსკატი და წიწაკა. ნიორგი დავჭყლიტოდ და ავზილოთ კარაქთან ერთად. ეს კარაქი კარგად კარგად წავუსვათ ფორმას, რომელშიც გამოვაცხობთ კარტოფილს. კარტოფილი დავალაგოთ ფორმაში ისე, რომ ყოველი ნაჭერი შემდეგს ოდნავ ფარავდეს. (უმჯობესია დალაგება შუიდან დაიწყოთ). მოვასხათ კარტოფილს ყველის ნაზავი, ზევიდან მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და დავადოთ კარაქის პატარა ნაჭრები. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი. გამომცხვარ კარტოფილს მოვაყარით წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ასევე, ძალიან მოუხდება თუ მოაყრით მოხრაკულ ბეკონს. გემრიელად მიირთვით!