top of page

დარიჩინიანი სინაბონები


დარიჩინის სურნელი მე სიმყუდროვეს და სითბოს ასოციაციებს მიქმნის. წვიმიან ამინდში არაფერია არომატულ დარიჩინიან ფუნთუშებზე-სინაბონებზე უკეთესი! ნუ შეშინდებით, მათი მომზადება არც ისე რთულია, როგორ ჩანს. მოგვყევით ნაბიჯ-ნაბიჯ და ყველაფერი გამოგივათ!

სინაბონის მოსამზადებლად დაგვჭირდება: 200 მლ რძე 4 ჭ. ფქვილი 25 გრ საფუარი 2 კვერცხი 0,5 ჭ. შაქარი 75 გრ კარაქი ვანილი დანის წვერზე მარილი შიგთავსისთვის: 4 ს.კ. დარიჩინი 1 ჭ. შაქარი თეთრი მინაქარისთვის: 5 ს.კ. კრემჩიზი 2 ს.კ. ცხიმიანი არაჟანი 5 ს.კ. შაქრის პუდრა 30 გრ კარაქი

ფქვილი და საფუარი კარგად ავურიოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ვანილი. ცალკე თბილ რძეში გავალღვოთ კარაქი, შევათქვფოთ კვერცხი, დავუმატოთ ფქვილს და კარგად მოვზილოთ. დავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად დაახლოებით 1 საათით. ამის შემდეგ, გავაბრტყელოთ და წავუსვათ გამდნარი კარაქი. დარიჩინი და შაქარი კარგად ავურიოთ ერთმანეთთან და მოვაყაროთ ცომს. გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ 2-3 სმ სისქეზე. მოვათავსოთ საცხობ სინზე და შევდოთ ღუმელში 160 გრადუსზე. ვაცხობთ დაახლოებით 30 წუთი. გამომცხვარ ცხელ ფუნთუშებს უხვად წავუსვათ მინანქარი. მინაქარის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტს ვაბლენდერებთ ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page