დონატები
ვის არ გაგჩენიათ სურვილი, რამე გემრიელი და თან ძალიან მავნე შესანსლოთ? მით უმეტეს, ასეთ ამინდში! ჰოდა დღეს უგემრიელესი დონატები მოვამზადოთ, მით უმეტეს, რომ მათ მავნებლობას მინიმუმამდე დავიყვანთ, რადგან ყველაფერს ჩვენ თვითონ, ყველანაირი ზედმეტი დანამატების გარეშე, სახლში მოვამზადებთ!
დაგვჭირდება: 250 მლ რძე 10 გრ საფუარი 2 კვერცხის გული 1 ჩ.კ. მარილი 70 გრ შაქარი 50 გრ კარაქი ვანილი 500-550 გრ ფქვილი ზეთი შოკოლადის მინანქრისთვის: 200 გრ შოკოლადი 50 მლ ნაღები
ნახევარი ულუფა რძე დაბალ ცეცხლზე შევათბოთ, შიგნით ჩავდოთ კარაქი. რომ გადნება, გადმოვდგათ, შიგნით გავხსნათ მარილი და შაქარი, დავუმატოთ დანარჩენი რძე და შევამოწმოთ ტემპერატურა-სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ცხელი. დავუმატოთ საფუარი, კვერცხის გულები და ნახევარი ულუფა ფქვილი. დავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად. შემდეგ დავუმატოთ ვანილი და დანარჩენი ფქვილი,კარგჰად მოვზილოთ და ისევ დავტოვოთ ამოსაფუებლად. გავაბრტყელოთ 1 ს, სისქის ფირფიტა, გამოვჭრათ 8-10სმ დიამეტრის რგოლები, შიგნით ამოვაჭრათ 1,5-2 სმ დიამეტრის რგოლები. გამოგვივა 20-22 დონატი. მოავათავსოთ ჩვენი დონატები საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დავაფენთ საცხობ ქაღალდს. ისევ დავდოთ თბილ ადგილას 20-25 წითით ამოსაფუებლად. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი ისე, რომ დონატები ცურავდენ. კარაგდ გავახუროთ და შევწვათ ჩვენი დონატები რივე მხრიდან. შემდეგ მოვათავსოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს. შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე, დავუმატოთ ნაღები და კარაგდ მოვურიოთ. გაგრილებული დონატები ამოვავლოთ ცალი მხრიდან შოკოლადში და დავდოთ შესაშრობად 10-15 წუთით. ნაწილს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა ან მოასხათ თეთრი ან ფერადი მინანქარი, მაგრამ შოკოლადის დონატები მემგონი მაინც ყველაზე გემრიელია! ძალიან უხდება ყავა, ბავშვებს შეგიძლიათ მიართვათ რძესთან ან კაკაოსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!