ვენური ტორტი ზახერი
ყველაზე ცნობილი ვენური ნამცხვარი- ტორტი ზახერი, რომეელიც ავსტრიელმა კონდიტერმა ფრანც ზახერმა შექმნა. დაგვჭირდება: 3 კვერცხი 125 გ შაქარი 125 გრ კარაქი 2 ს.კ. კაკაო 150 გრ ფქვილი 60 გრ ნუში 100 გრ შავი შოკოლადი 250 მლ წყალი მწიკვი მარილი სოდა ძმრით, ვანილი 150 გრ გარგარის ჯემი 1 ს.კ. რომი ან კონიაკი შოკოლადის მიმაქრისთვის: 160 გრ შავი შოკოლადი, 160 მლ ნაღები.
კარგად გავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, კაკაი, ფქვილი, დაბლენდერებული ნუში, ცოდა ძმრით, ვანილი, მარილი. ცალკე ორთქლზე გავალღვოთ შოკოლადი წყალთან ერთად. გავაგრილოთ და ესეც ჩავუმატოთ ცომში. კარგად მოვურიოთ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი. რომ გაგრილდება, გავჭრათ ბისკვიტი სიბრტყეზე შუაზე. გარგარის ჯემი გავათბოთ რომთან ერთად და ნახევარი გადავუსვათ ჩვენ ბისკვიტს შუაში, ხოლო მეორე ნახევარ წავუსვათ მას ზევიდან. ორთქლზე დავადნოთ შოკოლადი ნაღებთან ერთად და მოვასხათ ზევიდან ჩვენ ტორტს. Guten Appetit!