ზარმაცი პიცა
სანამ ნამდვილ პიცას მოვამზადებთ, გთავაზობთ ამ მარტივ და სწრაფ ვარიანტს საუზმისთვის. დაგვჭირდება: 2 ნაჭერი გუშნდელი პური 2 ს.კ. გახეხილი ყველი 2 ნაჭერი ლორი 1 პომიდორი 1 ბულგარული 1 პატარა ხახვი 1 კვერცხი 1 ს.კ. ნაღები მწვანილი-გემოვნებით მარილი, წიწაკა კარაქი პურს წავუსვათ კარაქი, დავადოთ ზევიდან წვრილად დაჭრილი პომიდორი, ლორი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, ბულგარული. კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და ნაღები, დავუმატოთ ყველი და მოვასხათ ეს ნაზავი ჩვენ პიცას. მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა, სურვილისამებრ-მწვანილი (ბეგქონდარა, ორეგანო, ბაზილიკი ან, სულაც, ოხრახუში). შევდოთ 10 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ან მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაზე და ჩვენი პიცაც მზადაა. გემრიელად მიირთით!