ინგლისური კრემი რომის და შოკოლადის ბისკვიტით
ინგლისური კრემი- რძის ან ნაღების, კვეტრცხის გულის და შაქრის ერთი შეხედვით მარტივი კომბინაცია, რომელსაც გასქელებამდე ვხარშავთ. სინამდვილეშ კი ეს არაჩვეულებრივი კრემი უამრავი სხვა კრემის და დესერტის ბაზა გახლავთ.
კონსისტენციით ანგლეზ სოუსს ჰგავს. ჩვენ შეგვიძლია ის ყავის, შოკოლადის, ციტრუსების და სხვა არომატებით გავამდიდროთ და მივირთვათ ბისკვიტებთან, ხილთან, თხილეულთან... ფრანგები მას აცივებენ და სხვადასხვა ხილთან, ბისკვიტებთან ან თხილეულთან ერთად მიირთმევენ, ხოლო ინგლისელებს თბილი ანგლეზიც ძალიან უყვართ.
დღეს ჩვენ მამ კრემით ყავის და შოკოლადის ბისკვიტებს გავაგემრიელებთ.
დაგვჭირდება: 0,5 ლ რძე ან ნაღები 5 კვერცხის გული 100 გრ შაქრის პუდრა ვანილი 250 მლ მაგარი ყავა 2-ს.კ. რომი ან კონიაკი 400 გრ ორცხობილა "სავოიარდი" 100 გრ შავი შოკოლადი
მოვამზადოთ ინგლისური კრემი. ამისათვის ავადუღოთ რძე. ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ ნელ-ნელა ადუღებული რძე და თან ვურიოთ. შემოვდგათ ეს მასა ორთქლზე და ვხარშოთ 6-7 წუთი. დავუმატოთ ვანილი. შემდეგ გავატაროთ კრემი ტხელ საცერში და გავაციოთ. გაგრილებულ ყავას დავუმატოთ რომი. ფორმებში ჩავდოთ თითო კოვზი კრემი, შემდეგ ყოველი ორცხობილა დავასველოთ რომიან ყავაში და ჩავდოთ კრემიან ფორმაში. სწრაფ-სწრაფად უნდა ამოვიღოთ ყავიდან, რაგდან ძალიან სწრაფად შეიწოვს სითხეს, ძალიან დარბილდება და დაგვეფშვნება. ბისკვიტებს ზევიდან დავადოთ კიდე ერთი ფენა კრემი, ხოლო ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. გემრიელად მიირთვით!