ერთხელ ჩვენ უკვე მოვამზადეთ იტალიური ომლეტი-ფრიტატა ჩერი პომიდვრით და მოცარელათი. დღეს საუზისთვის ისპანახის და ყველის ფრიტატას გთავაზობთ.დაგვჭირდება:6 კვერცხი100 გრ რომელიმე არომატული რბილი ყველი (ბრი, კამამბერი ან ბოლოს და ბოლოს-სულგუნი)პატარა კონა მწვანე ხახვი1-2 ძირი პრასი100 გრ ისპანახი4 ს.კ. ნაღები50 გრ კარაქიდანის ვერზე მუსკატიმარილი, შავი წიწაკაპრასი დავჭრათ და მოვთუშოთ ნახევარ ულუფა კარაქში დარბილებამდე. დავუმატოთ ისპანახი და 2 წუთი მოვთუშოთ.ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, მუსკატი, მარილი და წიწაკა. შემდეგ დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, მწვანე ხახვი, მოთუშული პრასი და ისპანახი.ტაფაზე გავადნოთ დანარჩენი კარაქი და დავასხათ კვერცხი.დავახუროთ თავსახური და შევწვათ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.გემრიელად მიირთვით!