კვერცხი პაშოტი
დღეს ისევ ფრანგული საუზმე გვაქვს-კვერცხი პაშოტი. დაგვჭრდება: 2 კვერცხი 2 ნაჭერი პური(მე გირჩევდით შავი ან რუხი მარცვლებიანი პური გამოიყენოთ) 1 პომიდორი სალათის ფოთლები მარილი, წიწაკა 1 ს.კ. ძმარი ცოტაოდენი კარაქი კვერცხი-პაშოტის მომზადება ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როცა მოვამზადეთ კვერცხი-ნებედიქტი. გავიხსენოთ: მომცრო ზომის ქვაბში ვასხავთ წყალს, ვადუღებთ, ვასხავთ შიგ ძმარს, ვყრით მწიკვ მარილს, ცეცხლს ვუწევთ მინიმუმამდე, ვურევთ და ზუსტად შუაგულში ფრთხილად ვახლით 2 კვერცხს. ზუსტად 1 წუთში გადმოვდგავთ ქვაბს ცეცხლიდან და კვერცხს კიდე 10 წუთი ვტოვებთ წყალში. ამასობაში, ჩვენი პური ოდნავ გავხუხოთ ტაფაზე კარაქში. ზევიდან დავალაგოთ სალათის ფურცლები, დაჭრილი პომიდორი, მოვათავსოთ ჩვენი კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ამ არაჩვეულებრივ სენდვიჩთან ერთად გემრიელ ყავასაც თუ მოამზადებთ, ნამდვილად კარგი, ენერგიული და გემრილელი დილა გექნებათ!