top of page

კვერცხი, ფარშირებული ტარხუნით


11041674_1646442732252955_6386673281680062737_n.jpg

სააღდრომოდ კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროდუქტია. ჰოდა გადავწყვიტეტ რამოდენიმე რეცეპტი შემოგთავაზოთ, რომელიც სააღდგომო სუფრასაც დაგიმშვენებთ და სხვა დროსაც გამოგადგებათ! დაგვჭირდება: 6 კვერცხი 1 პატარა კონა ტარხუნა 1 პატარა კონა მწვანე ხახვი 1 ჩ.კ. კაპერსი (თუ ვერ იშოვით, შეგიძლიათ შეცვალოთ მჟავე კიტრით, მაგრამ კაპერსიც იყიდება ყველა დიდ მარკეტში) 2-3 ს.კ. ყველი რიკოტა ან კრემჩიზი 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი 3 ს.კ. მაიონეზი (სასურველია შინაური)

პირველ რიგში, მოვხარშოთ კვერცხი (კვერცხი ხარშვის დროს რომ არ გასკდეს წყალში 1 კოვზი მარილი დაამატეთ). მოხარშული კვერცხი ცივ წყალში მოათავსეთ 1-2 წუთით და გაფცქვენით. ფრთხილად გაჭერით კვერცხი შუაზე, გამოიღეთ გულები, დასრისეთ ეს გულები, ხოლო ცილები დროებით გადადეთ (გადააკარით ცელოფანი, რომ არ გამოშრეს და შეინახეთ მაცივარში). ტარხუნა გარეცხეთ, მოაცალეთ უხეში ღეროები და ძალიან წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით კაპერსი, შეურიეთ კვერცხის გულს, დაუმატეთ რიკოტა, მაიონეზი, მდოგვი, ტარხუნა. შეგიძლიათ ყველაფერი ერთად დააბლენდეროთ. წვრილად დაჭერითმწვანე ხახვი. ცილები ამოავსეთ ტარხუნის შიგთავსით და მოაყარეთ მწვანე ხახვი. მაცივარში ერთ დღეზე მეტს ნუ შეინახავთ. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page