კიტრის რულეტები კრევეტით
ეს მსუბუქი აპეტაიზერი ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას, მით უმეტეს, ძალიან მარტივი მოსამზადებელია! დაგვჭირდება: 1-2 კიტრი 200 გრ კრემჩიზი (შეგიძლიათ100გრ კრემჩიზი და 100 გრ ნადუღი გამოიყონოთ) 100 გრ კერევტი ცოტა კამა მარილი, წიწაკა
კიტრი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად. კრემჩიზს ავურიოთ წვრილად დაჭრილი კამა, დაჭრილი კრევეტები (რამოდენიმე შევინახოთმოსართავად), მარილი, წიწაკა. თითოეულ კიტრის ფირფიტას გადავუსვათ კრემჩიზი და დავახვიოთ. დავამაგროთ ჩხირებით. მოვრთოთ კერვეტებით. გემრიელად მიირთვით!