top of page

კომბოსტოს სალათი მზესუმზირას მარცვლებით


ხშირად, როცა ვამზადებსთ რომელიმე კერძს კომბოსტოთი გვრჩება ხოლმე ამ კომბოსტოს გამოუყენებელი კარგი მოზრდილი ნაჭერი. გთავაზოთ ძალიან გემრიელ სალათს, რომელსაც სწორედ ამ დარჩენილი კომბოსტოსგან გააკეთებთ.

დაგვჭირდება: კომბოსტს მოზრდილი ნაჭერი(ან 1 პატარა თავი კომბოსტო) 1 ვაშლი (უმჯობესია მწვანე მომჟავო ვაშლი ავიღოთ) 1 სტაფილო 1 ცალი წითელი ბულგარული 1 პატარა თავი წითელი ხახვი პატარა კონა ოხრახუში დანის წვერზე ხმელი წინძი შავი წიწაკა, მარილი 2 ს.კ. მზესუმზირას მარცვლები

2 ს.კ. სეზამის მარცვლები 2 შ.კ. მზესუმზირას ზეთი (უმჯობესია არომატულიკახური ზეთი) კომბოსტა დავჭრათ თხლად, ასევე დავჭრათ ბულგარული და სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და მოვურიოთ. დავჭრათ რგოლებად ხახვი და დავუმატოთ კომბოსტოს, იქვე დავამატოთ გახეხილი ვაშლი და ცხვრილად დაჭრილი ოხრახუში. მზესუმზირას თესლი და სეზამის მარცველები ოდნავ მოვხალოთ და მოვაყაროთ ჩვენს ბოსტნეულს. მოვაყაროთ ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა, მოვასხათ კახური ზეთი და კარგად მოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page