დეკორატიული მარციპანი
სადღესასწაულოდ ყველა ცდილობს კერძი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზი და განსაკუთრებული იყოს. ეს არაჩვეულებრივი სააღდგომო კვერცხები მარციპანისგანაა დამზადებული. მარციპანის მასისგან ასევე ნებისმიერი ფორმის და ფიგურის გამოძერწვა შეგიძლიათ. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ნამდვილი მარციპანი თავის თავადაც უგემრიელესია. დღეს გასწავლით მარციპანის გაკეთებას.
დაგვჭირდება: 160 გრ ტკბილი ნუში 120 გრ შაქრის პუდრა 1 კვრცხის ცილა 2 ჩ. კ. ნუშის ლიქიორი (კონიაკი ან რომიც გამოდგება) ნუშს უნდა დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ მასში და შემდეგ გავფცქვნათ. გაფრცქვნილი და გამშრალებული ნუში უნდა დავაბლენდეროთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ცილა და ლიქიორი. ყველაფერი ერთად კარგად გავთქვიფოთ და 24 საათით შევდოთ მაცივარში. ფერადი მარციპანის მისაღებად შეურიეთ ამ მასას საკვები საღებავები.