top of page

მაწვნის წვნიანი


დღევანდელ ღრუბლიან ამინდს მოუხდება ცხელი წვნიანი. მინდა გასწავლოთ უადვილესი და უგემრიელესი მაწვნის წვნიანის მომზადება. მოსამზადებლად დაგვჭირდება: 1 მოზრდილი ხახვი 1ლ მაწონი 100 მლ არაჟანი 1 ლ წყალი 2 კვერცხი ფქვილი 2 ს/კ მარილი და პილპილი გემოვნებით 30 გრ კარაქი 1 კონა ქინძი პიტნა გემოვნებით ან ტარხუნა, შეიძლება ორივე ცოტ-ცოტა ღრმა ქვაბში ჩავაგდოთ კარაქი და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი მოსახრაკად. ცოტა ცივ წყალში გავხსნათ ფქვილი კარგად და დავამატოთ მაწონი, არაჟანი და დარჩენილი წყალი. შევურიოთშემწვარ ხახვს ქვაბში და წამოვადუღოთ, თან სულ ვურიოთ. კვერცხი კარგად ავთქვიფოდ, დავამატოდ მარილი და პილპილი. ცალკე ჯამში ამოვიღოთ 2 ჩამჩა ცხელი წვნიანის მასა, გავაგრილოთ, შემდეგ შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი ფრთხილად რომ არ აგვეჭრას და კარგად მორევის შემდეგ ნელ-ნელა შეურიოთ მთელ წვნიანს. პარალელურად სულ უნდა ურიოთ. ამის შემდეგ ადუღეთ 5 წუთი და ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და პიტნა, შეგიძლიათ ტარხუნაც. წვნიანი მზადაა. ჩემი გამოცდილებით ერთ რჩევას მოგცემთ ბავშვების დედებს,ზოგიერთ ბავშვს არ უყვარს ხახვი, შეგიძლიათ გაუწუროთ საცერში და მიართვათ მხოლოდ წვენი. მიაყოლეთ თონის პური უხდება. მიირთვით გემრიელად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page