top of page

მეგრული ქათმის ხარჩო


603798_1658445864385975_5115516474074033832_n.jpg

გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ქართული სამზარეულოდან განსაკუთრებით მეგრული და იმერული კერძები მიყვარს. ელარჯი, გებჟალია, შებრაწული წიწილები, ბაჟე და თხელ-თხელი იმერული ხაჭაპურები...მმმმმ... ჰოდა, დღეს მეგრული სამზარეულოს უგემრიელეს კერძს- ქათმის ხარჩოს შემოგთავაზებთ. დაგვჭირდება: ქათამი 1.5-2 კგ ხახვი 4-5 თავი ნიორი 3-4 კბილი 1 ჩ.კ. უცხო სუნელი 1 ჩ. კ. ქინძი 1 ჩ. კ. ზაფრანა 150-200 გრ ნიგოზი 2 ს. კ. ჭადის ფქვილი 3 ს. კ. ძმარი 5-6 კვერცხი 1 ცოცხალი მწვანე წიწაკა მწარე ან დაფქული მწარე წიწაკა მარილი

ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. რომ ჩაითუთქება, მოვურიოთ, დავასხათ წყალი, ქათამს კარგად რომ ფარავდეს და ოდნავ მეტი და წამოვადუღოთ. ნიორი, ნოგოზი, ჭადის ფქვილი, ძმარი, სუნელები, წიწაკა და მარილი კარად დავაბლენდეროთ ცოტა წყალთან ერთად, და დავუმატოთ მდუღარე ქათამს. ვხარშოთ ყველაფრი ერთად, თან ვურიოთ, სუნელები კარგად რომ გაიხსნას. ვხარშავთ, სანამ ჭადის ფქვილი არ მომზადდება, საახლოებით 10 წუთი. ბოლოს, ჩავახალოთ ჩვენ ხარჩოში კვერცხი, ვაცადოთ რამოდენიმე წუთი, სანამ კვერცხი თავს არ მოიკრავს და გამოვრთოთ ქურა. თუ არ დაგეზარებათ და ღომსაც მოამზადებთ, მთელი ოჯახისთვის არაჩვეულებრივი სადილი გამოგივათ! გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page