მინი-კიში ბეკონით, ყველით და ისპანახით
დაგვჭირდება: მზა ფენოვანი ცომი 10 ცალი ბეკონის ფირფიტა 200 გრ ყველი 300 გრ ისპანახი 2 კვერცხი 3 ს.კ. ნაღები მარილი, ფერადი წიწაკა 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი ტარტალეტკების ფორმებს კარგად წავუსვათ ზეთი, შემდეგ ჩავაფინოთ შიგნით გაბრტყელებული ცომი, თითო ფირფიტა ბეკონი, დაჭრილი ისპანახი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. კვერცხი და ნაღები გავთქვიფოთ, დავუმატოთ წიწაკა და მარილი და მოვასხათ ჩვენ ტარტებს გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ფრთხილად გადმოვიღოთ.