top of page

მუსაკა


დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ბალკანური სამზარეულოს, კერძოთ კი ბერძნულის, უგემრიელესი კერძი-მუსაკა. ამ კერძმა შესაძლოა ასევე დაამშვენოს თქვენი სააღდგომო სუფრა.

დაგვჭირდება: 1 კგ ფარში (სასურველია ცხვრის ხორცის, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ საქონელიც) 6-8 საშუალო ბადრიჯანი 8-10 კარტოფილი 500 გრ კონსერვირებული პომიდორი საკუთარ წვენში 2 მოზრდილი თავი ხახვი 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო 1 ს.კ. ორეგანო ზეითუნის ზეთი მარილი, წიწაკა სოუსისთვის დაგვჭირდება: 500 მლ რძე 3 ს.კ. ფქვილი დანის წვერზე მუსკატი მარილი, შავი წიწაკა.

წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ დიდ ტაფაზე ზეითუნის ზეთში. დავუმატოთ ფარში და ვთუშოთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, სანამ ფერს არ შეიცვლის. დავუმატოთ ღვინო, პომიდორი და ორეგანო. ვთუშოთ კიდე 15წუთი. ბადრიჯანი დავჭრათ 1 სმ სისქის რგოლებად, მოვასხათ ზეთი და შევწვათ უზეთო ტაფაზე ან გამოვაცხოთ 20 ცუთი ღუმელში. კარტოფილი დავჭრათ უფრო თხელ რგოლებად (5 მმ სისქის), გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და შევწვათ ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში. მოვამზადოთ სოუსი: კარაქი გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე პატარა ქვაბში, დავუმატოთ ფქვილი. სულ ვურიოთ და ისე ჩავუმატოთ რძე. უნდა იყოს ერთგვაროვანი. მივიყვანოთ დუღილამდე და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი, გასქელებამდე. დავუმატოთ მარილი, წიწაკა და მუსკატი. საცხობ ფორმას მოვუსვათ ზეთი და დავალაგოთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ მოვადოთ ზევიდან ფარში, ბოლოს ბადრიჯანი. მოვასხათ სოუსი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთი. გამზადებული მუსაკა გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაფაროთ ფოლგა და გავაჩეროთ კიდე 10 წუთი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page