top of page

ნამცხვარი "ზებრა"


ორშაბათის საღამოსთვის ძალიან მარტივი და გემრიელი ნამცხვარი "ზებრა" შეგირჩიეთ.მისი მომზადება ბევრ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ, ხოლო საღამოს ჩაის ან დილის ყავას ნამდვილად გააგემრიელებს. თუ არ დაიზარებთ და ცხელ შოკოლადსაც მოამზადებთ, სრული ნეტარებას მიაღწევთ!

დაგვჭირდება: 200 გრ კარაქი, 2 ჭ. შაქარი, 5 კვერცხი, 1 ჭ. არაჟანი, 2 ჭ. ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, 2 ს.კ. კაკაო

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოდ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ არაჟანი, ცოდა ზმრით, ვანილი და ფქვილი. ეს მასა გავყოთ ორად, ნახევარს დავუმატოთ 2 ს.კ. კაკაო.

ნამცხვრის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ცენტრში ჩავასხათ რიგრიგობით თითო კოვზი ცომი. ჯერ თეთრი ცომი, შემდეგ ყავისფერი, და ა.შ. არ უნდა მოვურიოთ. ცომითავისით გასწორდება ზედაპირზე. გამოვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page