top of page

ნიგვზის რულეტი


ბოლოს და ბოლოს გაზაფხული მოვიდა! პიკნიკების სეზონიც დადგა. ჰოდა, გთავაზობთ უგემრიელესი ნიგვზის რულეტის რეცეპტს, რომელსაც დედა სწორედ ასეთ დროს- პიკნიკების და სკოლის ექსკურსიებისთის გვიცხობდა. ჩემი მეგობრების სიაში ეს ნამცხვარი უდაო ფავირიტი იყო. გასინჯეთ და მიხვდებით რატომაც!

ცომისთვის დაგვჭირდება: 2 კვერცხის გული 200 გრ კარაქი 1 ჭიქა შაქარი 1ჭიქა არაჟანი 2-3 ს.კ. მაწონი სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი იმდენი, რამდენსაც შეიძელს (ცომის გაბრტყელება უნდა შევძლოთ)

შიგთავსი: 2 კვერცხის ცილა

0,5 ჭიქა შაქარი

300-400 გ გატარებული ნიგოზი

ვანილი

კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, არაჟანი, მაწონი, სოდა ძმრით და ვანილი. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ მსუბუქი ცომი. შიგთავსისთვის კარგად გავთქვიფოთ ცილა, დავუმატოთ შაქარი, ვანილი, მივიყვანოთ ბეზეს კონსისტენციამდე და დავუმატოთ ნელ-ნელა ნიგოზი.

გავაბრტყელოთ ცომი, გადავუსვათ შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით. ამულუფიდან მე 2 რულტი გამომდის.

მოვუკრათ კედეები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page