top of page

ნუშის მაფინები ჟოლოს ჯემით


დაგვჭირდება: 120 გრ ნუში 200 გრ შაქარი 1 ჭ. რძე 100გრ კარაქი 1 კვერცხი 1 ლიმნის ცედრა 1,5 ჭ. ფქვილი 1 ჩ.კ. სოდა ძმრით დანის წვერზე მარილი, დარიჩინი 100 გრ ჟოლოს ჯემი

ნუში ოდნაც მოვხალოთ,დავაბლენდეროთ შაქართან და ლიმნის ცედრასთან ერთად. კარაქი და ნუშის მასა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რძე, ფქვილი, სოდა ძმრით, დარიჩინი. სილიკონის მაფინის ფორმები 1/4 შევავსოთ ცომით, შემდეგ ჩავდოთ 1 ჩ.კ. ჯემი და ზევიდან ისევ ცომით დავფაროთ. სილამაზისთვის მოვაყაროთ ცოტა დაჭრილი ნუში. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page