top of page

პასკა ძველებური რეცეპტით


მათ, ვისაც მძიმე, არომატული, მკვრივი პასკა უყვარს, ძალიან მოეწონება ეს ძველებური რეცეპტი.

დაგვჭრდება: 600 გრ ფქვილი 150 მლ რძე 4 კვერცხი 200 გრ კარაქი 300 გრ შაქარი 10 გრ საფუარი 0,5 ჩ.კ. მარილი დანის წვერზე ვანილი, მიხაკი, მუსკატი 0,5 ჩ.კ. დარიჩინი 0,5 ჩ. კ. ილი ანუ კარდამონი 1 ლიმნის ცედრა ან რამდენიმე წვეთი ლიმნის ესენცია 150 გრ ქიშმიში

რძე შევათბოთ. გადმოვასხათ 50 მლ და გავხსნათ საფუარი და 1 ს.კ. შაქარი. 15-20 წუთით დავდოთ თბილ ადგილას. როცა აფუვდება, დავუმატოთ დანარჩენი თბილი რძე. ცალკე, მოზრდილ ჯამში გავცრათ 1 ჭ.ფქვილი, ჩავასხათ შიგნით საფუარიანი რძე და კარგად მოვურიოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მიქსერი. შევფუთოთ და დავტოვოტ დაახლოებით 1 საათით თბილ ადგლას. როგორც კი ცომი ამოფუვდება და ორჯერ გაიზრდება ზომაში, ავიღოთ კვერცხი, განვაცალკევოთ გული და ცილა, ერთი გული გადავდოთ პასკაზე ზემოდან მოსასმელათ, დანარჩენი კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ცილა ცალკე ავთქვიფოთ. აფუებულ ცომს დავუმატოთ მარილი, სუნელები, შევაზილოთ ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ კარაქი, დანარჩენი ფქვილი, ბოლოს გათქვეფილი ცილა. ცომი კარგად უნდა მოვზილოთ. ის ადვილად უნდა ცილდებოდეს ჯამის კედლებს. კიდე ერთხელ შევფუთოთ და დავდგათ 1-2 საათით თბილ ადგილას. კიდე როცა ამოფუვდება და გაიზრდება მოცულობაში, დავუმატოთ ქიშმიში. მოვზილოთ და ჩავდოთ ფორმებში (1/3 უნდა ავსებდეს მხოლოდ). ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. ცომი ისევ დავდოთ თბილ ადგილას, როცა ორჯერ გაიზრდება ზომაში წავუსვათ კვერცხის გული (კვერცხის გული გავთქვიფოთ 1 ს.კ. რძესთან ერთად) და შევდგათ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას ავუწიოთ 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. გამომცხვარი პასკა გავაციოთ და მოვასხათ შაქრის მინანქარი, მოვაყაროთ პუდრა ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

ქრისტე აღსდგა!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page