top of page

პასტა ისპანახის და ნაღების სოუსით


დაგვჭირდება: 500 გრ პასტა (ნებისმიერი, ჩვენ შემთხვევაში- ფარფალე) 300-400გრ ისპანახი 200 მლ ნაღები 3-4 კბილი ნიორი 150 გრ რომელიმე კრემ-ჩიზი (ფილადელფია, ალმეტე, ბუკო) 100 გრ პარმეზანი 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

პასტა მოვხარშოთმარილიან წყალში ალ დენტე (ოდნავ მკვრივი უნდა დარჩეს, არ უნდა ჩაიხარშოს). გადავწუროთ და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. ცალკე ღრმა ტაფაზე მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ისპანახი და მოვთუშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი და ვთუშოთ კიდე 2-3 წუთი. დავამატოთ ნაღები და კრემ-ჩიზი, ვთუშოთ აბალ ცეცხლზე 1-2 წუთი, სოუსი უნდა გასქელდეს. ამის შემდეგ სოუსში მოვათავსოთ ჩვენი პასტა, კარგად ავურიოთ და გამოვრთოთ ქურა. მირთმევის წინ მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page