top of page

პასტიერა ნაპოლეტანა


პასტიერა ნაპოლეტანა- ტრადიციული იტალიური სააღდგომო ნამცხვარი, რომელიც აღდგომის დრესასწაულზე ყველა ნეაპოლიტანურ ოჯახში კეთდება. ვცადოთ ჩვენც! ცომისთვის დაგვჭირდება:

300-350 გრ ფქვილი 150 გრ შაქარი 150 გრ კარაქი 3 კვერცხი მწიკვი მარილი 1 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი 1 ს.კ. ძმარი ნახევრაი ლიმნის ცედრა კრემისთვის დაგვჭირდება: 300 გრ ხორბალი 250 გრ რძე 1 ლიმნის ცედრა 500 გრ ყველი რიკოტა 350 გრ შაქარი 100 გრ ფორთოხლის ცუკატები 100 გრ ლიმნის ცუკატები ვანილი მწიკვი მარილი 1-2 წვეთი ფორთოხლის ზეთი

ცომის მოსამზადებლად დაფაზე დავყაროთ ფქვილი, შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი, რბილი კარაქი, შაქარი, მარილი, ძმარში გახსნილი გამაფხვიერებელი. ბოლოს დავუმატოთ ლიმნის ცედრა და მოვზილოთ ცომი. დავაგუნდაოთ და 30 -40 წუთით შევდოთ მაცივარში. ამასობაში მოვამზადოთ კრემი: წინასწარ დამბალ ხორბალს (წინა საღამოს უნდა დავასხათ წყალი და დავტოვოთ მთელი ღამით) უნდა დავასხათ რძე და ვხარშოთ, სანამ რძეს სრულიად არ შთანთქავს. რიკოტა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, გაგრილებული ხორბალი, ცუკატები, ცედრა, ვანილი, ფორთოხლის ზეთი. კარგად გავთქვიფოთ და დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული. ცილა ცალკე ავთქვიფოთ მაგრად და ფრთხილად შევურიოთ კრემს. მაღალბოტიან ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი და ჩავაფინოთ გაბრტყელებული ცომი. ცომის ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ, ისინი გამოგვადგბა ზევიდან მოსართავათ. ჩავასხათ კრემი, გავათანაბროთ. დარჩენილი ცომისგან გავაკეთოთ ლენტები და დავალაგოთ ჯვარდინათ კრემზე ნამცხვარი უნდა გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 1,5 საათი. შემდეგ ღუმლშივე გავაციოთ და მოვაყაროთ პუდრა გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page