პიკანტური ფარშირებული კვერცხი ცხარე კრევეტების შიგთავსით
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ფარშირებული კვერცხის რამოდენიმე ვარიანტი. დღეს კიდე ერთ საინტერესო ვერსიას გთავაზობთ, მით უმეტეს, პრაქტიკულად ყველა ოჯახში რჩება აუთვისებელი შეღებილი სააღდგომო კვერცხი. დაგვჭირდება: 6 მოხარშული კვერცხი 12 ცალიმოხარშული კრევეტი 2 ს.კ. ლიმნის წვენი ცოტაოდენი ლიმნის ცედრა 3 ს.კ. ნაღები (20%) მწვანილი გემოვნებით (მწვანე ხახვი, კამა, ან ნებისმიერი სხვა) 1,5ს.კ. მაიონეზი 1ჩ. კ. მდოგვი ცხარე წიწაკა-გემოვნებით მარილი
კვერცხი გავფცქვნათ და გავჭრათ შუაზე. ამოვიღოთ გულები. გულები კარგად დავსრისოთ ნაღებღთა, მაიონეზთან და მდოგვთან ერთად. დავუმატოთ ცედრა, ლიმნის წვენი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, წიწაკა, მარილი. ამოვტენოთ ამ ნაზავით კვერცხის ცილები და ზევიდან დავადოთ კრევეტები. გემრიელად მიირთვით!