top of page

პოლონური მაზურეკი


სააღდგომოდ პოლონელებიც განსაკუთრებულ ნამცხვარს-მაზურეკს აცხობენ. მისი ბევრი ვარიაცია არსებობს, მაგრამ ჩვენი გული ფორთოხლის ნამცხვარმა მოიგო. მაზურეკი ფორთოხლით დაგვჭირდება: 3 მოხარშული კვერცხის გული 200 გრ კარაქი 300 გრ ფქვილი 140 გრ შაქრის პუდრა ვანილი შიგთავსისთვის: 3 ფორთოხალი ნახევარი ფორთოხლის ცედრა 6 კვერცხი 150 მლ ფორთოხლის წვენი 450 გრ შაქარი 2 ს.კ. სახამებელი 100 გრ მოხალული ნუში

მოხარშული კვერცხის გული გავქნათ შაქრის პუდრასთან ერთად. ბილი კარაქი და ფქვილი ერთად დავფხვნათ, დავუმატოთ კვერცხის გულები და შაქარი, ვანილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთს. თუ ცომი არ შეიკვრება, დავუმატოთ 1-2 ს.კ. წყალი. გადავაფაროთ ცელოფანი და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ფორმაში ისე, რომ გვერდებზეც ამოვიდეს. გამოვაცხოთ 10-15 წუთი 170 გრადუსზე. ამასობაში კვერცხის გულები, 300 გრ შაქარი და ფორთოხლის წვენი ერთმანთს ავურიოთ. დავუმატოთ ცედრა ცილები კარად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ ამ მასას. შემდგ დავუმატოთ სახამებელი. ჩავასხათ ეს მასა გამომცხვარ ცომში და 20 წუთი ვაცხოთ 180 გრადისზე. 1 ფორთოხლიდან გამოვწუროთ წვენი. პატარა ქვაბში ჩავასხათ 150 გრ შაქარი, დავუმატოთ 100 მლ წყალი და ვხარშოთ 10-15 წუთი. დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე. 2 ფორთოხალი დავჭრათ რგილებად. ჩავალაგოთ სიროპში და ვხარშოთ 10 წუთი, სანამ არ გახდება გამჭვირვალე. გადავდოთ ფორთოხლები საწურზე და გავაგრილოთ. დავალაგოთ ეს ფორთოხლეი მზა ნამცხვარზე და მოვაყაროთ მოხალული ნუში.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page