top of page

პოლონური პასკა


კიდე ერთი ძალიან გემრიელი პასკის რეცეპტი. ამ ჯერად, გთავაზობთ პოლონურ პასკას, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და მას სამჯერ ამოფუება არ სჭირდება. დაგვჭირდება: 500 გრ ფქვილი 200 გრ შაქარი 220 გრ კარაქი 4 კვერცხი 10 გრ საფუარი 300 მლ რძე მარილი დანის წვერზე 50 გრ ფორთოხლის ცუკატები 50 გრ ალუბლის ჩირი 50 გრ ქიშმიში 50 გრ ნებისმიერი ხილის ცუკატი ვანილი რომი მინანქარი: 1 ჭირა რძე და 2 ჭ. შაქარი

რძე და კარაქი დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. გადმოვდგათ ქურიდან და ჩავყაროთ 150 გრ ფქვილი. კარგად მოვურიოთ. ფქვილი უნდა ჩაიხარშოს ცხელ რძეში. გავაგრილოთ დაახლოებით 40 გრადუსამდე (უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი და არა ცხელი). დავუმატოთ საფუარი და კარგად მოვურიოთ. გადავაფაროთ ცელოფანი და დავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად. ამასობაში, ქიშმიშს დავასხათ რომი. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ძალიან კარგად და დავუმატოთ ვანილი. ამოფუებულ ცომს ვუმატებთ ცუკატებს და ქიშმიშს, ფრხილად ვაზელთ კვერცხს. ვუმატებთ ნელ-ნელა ფქვილს.გამოგვივა ნაზი ცომი. ჩავდოთ ეს ცომი ფორმებში, მაგრამ არ ავავსოთ ბოლომდე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. გამომცხვარი პასკები კიდე 10 წუთი გავაჩეროთ გამომრთულ ღუმელში და გამოვიღოთ. რძისგან და შაქრისგან მოვხარშოთ სიროპი. შემდეგ ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე და მალევე დავფაროთ პასკები ამ მინანქრით. ფრთხილად, მინანქარი მალე შრება! მორთეთ თქვენი პასკები და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page