top of page

რულეტი ხილის ჯემით


11152691_1652157028348192_3156888798183539614_n.jpg

ეს ნამცხვარი პირველი იყო, რომელიც ცხობაც ვისწავლე. ძალიან მარტივია, გემრიელი და თან სწრაფად მზადდება. დაგვჭირდება: 2 კვერცხი 1 ჭ. შაქარი 100 გრ კარაქი 3-4 ს.კ. მაწონი 1 ჭ. ფქვილი სოდა ძმრით, ვანილი 200 გრ ნებისმიერი ხილის ჯემი ან კონფიტიური

კარგად გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვრეცხი, მაწონი, შემდეგ ფქვილი, სოდა ძმრით და ვანილი. დავასხათ ცომი საცხობ სინზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი. გამომცხვარ ცხელ ბისკვიტს გადავუსვათ ჯემი და გადავახვიოთ რულეტი. რომ გაგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page