სააღდგომო პასკის მინანქარის რამდენიმე რეცეპტი
*ცილის მინანქარი: 2 კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი და კარად ავთქვიფოთ. ნელნელა დავუმატოთ 1 ჭ შაქარი. კვერცხის ცილა უნდა იყოს ცივი. თქვეფას ვიწყებთ დაბალ სიჩქარეზე და ავდივართ მაქსიმუმამდე.
*შაქრის და ლიმონის მინანქარი: 100 გრ შაქრის პუდრას უნდა ნელ-ნელა დავუმატოთ 2-3 ს.კ. ლიმნის წვენი და ენერგიულად ვუტიოთ.
*შოკოლადის მინანქარი: 2 ს.კ. კაკაო, 0,5 ჭ. შაქარი, 5 ს.კ. რძე ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე შაქრის დადნობამდე. შემდეგ დავუმატოთ 50 გრ კარაქი, რომ გალღვება, გამოვრთოთ ქურა.