top of page

სააღდგომო ჩიზქეიქი


თუ თქვენ არ აპირებთ სააღდგომოდ ხაჭოს პასკის გაკეთება, თავაზობთ ალტერნატივას-გააკეთეთ ეს ნამცხვარი და გულგრილი არავინ დარჩება! დაგვჭირდება: 125 გრ კარაქი 750 გრ კრემჩიზი 180 მლ მაღალცხიმიანი ნაღები 3 კვერცხი 250 გრ მშრალი ორცხობილა (შაქარლამას ტიპის) 2 ს.კ. ლიმნის წვენი 100 გრ ცუკატი 100 გრ თეთრი ქიშმიში 1 ჭ.შაქარი რომი კრემისთვის: 1 ჭ. მაღალცხიმიანი ნაღები 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი 2 ს.კ. შაქარი

ქიშმიში და ცუკატები გავრცხოთ, მოვახათ თბილი რომი და დავტოვოთ 15 წუთით. ორცხობილა დავფშვნათ ბლენდერში კარაქთან ერთად.საცხობ ფორმაშ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, გავანაწილოთ დაფშვნილი ორცხობილა ძირზე და გვერდებზე, კარგად დავტკეპნით და მოვათავსოთ ეს ფორმა მაცივარში 30 წუთით. ამასობაშ მოვამზადოთ შიგთავსი: კარგად ავურიოთ კრემჩიზი, ლიმნის ცედრა და შაქარი. შევათვიფოთ თითო-თითო კვერცხი. დავუმატოთ გამშრალებული ცუკატი და ქიშმიში, შემდეგ ნაღები, ლიმნის წვენი და კარგად მოვურიოთ. ეს მასა ჩავასხათ ჩვენ ფორმაში და გამოვაცხოთ დაახლოებით 1 საათი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაგრილოთ 15-20წუთი. მოვამზადოთ კრემი: კარგად ავთქვიფოთ ნაღები, შაქარი და ლიმნის წვენი. გადავუსვათ ეს კრემი ჩვენ ჩიზქეიქს და შევდოთ ღუმელში კიდე დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, გავაღოთ მისი კარიდა დავტოვოთ ნამცხვარი ღუმელში, სანამ სრულად არ გაგრილდება. ამის შემდეგ მოვათავსოთ ჩიზქეიქი მაცივარში მინიმუმ 3 საათით. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page