სალათი ავოკადოთი და კრევეტებით
სალათი ავოკადოთი და კრევეტებით- გემრიელი სალათი საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით! 250 გრ გასუფთავებული კრევეტი 1 კონა სალათის ფოთლები (შერეული) 1 ავოკადო 3 ს.კ. ლიმნის წვენი 100 მლ ნეიტრალური იოგურტი 2 ს.კ. არაჟანი ნახევარი კოვზი შაქარი 2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი მარილი, შავი წიწაკა
გარეცხილი და გამშრალებული სალათის ფოთლები დავანაწევროთ. ავოკადო გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვიღოთ კურკა. რბილობი ამოვიღოთ კოვზით და დავჭრათ თხლად. მოვასხუროთ 1 კოვზი ლიმნის წვენი, რომ არ გაშავდეს. 10 ცუთით გადავაჩეროთ. დრესინგის მოსამზადებლად არაჟანი და იოგურტი ავურიოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, მდოგვი და ლიმნის წვენი. კრევეტები, სალათის ფოთლები და დაჭრილი ავოკადო ავურიოთ, მოვაყაროთ შავი წიწაკა. გადავიტანოთ სალათი ლამაზ ჭურჭელში ან ჩავდოთ ავოკადოს ნახევრებში, ზევიდან მოვასხათ სოუსი. გემრიელად მიირთვით!