სალათი ბოლოკით, ჩერი პომიდორით და რუკოლათი
მათთვის, ვინც საღამოს ცდილობს ნაკლებად კალორიული ვახშამი მიირთვას, ეს სალათი არჩვეულებრივი არჩევანია. ყველა დანარჩენისთვის- გემრიელი და ჯანსაღი გარნირი! დაგვჭირდება: 1 კონა რუკოლა 10-12 ცალი პომიდორი ჩერი 5-6 პატარა ზომის ნედლი ბოლოკი 1 ს.კ. ლიმნის წვენი 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი, წიწაკა 100 გრ გირჩის თესლი (გირჩის თესლი განსაკუთრებით უხდება, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზიც) რუკოლა გავრეცხოთ და დავანაწევროთ ხელით, ტხლად, რგოლებად დავჭრათ ბოლოკი. პომიდორი-ჩერი გავჭრათ შუაზე. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ჭურჭელში, მოვაყაროთ გირჩის თესლი და მოვასხათ დრესინგი, რომელის მოსამზადებლადაც კარგად უნდა ავურიოთ ზეთი, ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა. გემრიელად მიირთვით!